გიორგი ბარამიძე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას სიცრუეს უწოდებს - „ისევ ტყუილი გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან“
პოლიტიკა - 18:08, 24 Aug, 2018     2417
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წებრი გიორგი ბარამიძე ტყუილს უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის იმ განცხადებას, სადაც მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ცრუ დაპირებებს იძლეოდა.

„ისევ ტყუილი გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან.

არასდროს გვითქვამს რომ "ხვალ საქართველოს ნატოში მიიღებენ", ხოლო ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომ "საქართველო გახდება ნატოს წევრი", სწორედ 2008 წელს, NATO-ს ბუქარესტის სამიტმა ჩვენი ხელისუფლების დროს ნამდვილად მიიღო. რაც შერხება MAP-ს ესეც ფაქტია რომ ჩვენ ეს ინსტრუმენტი ფორმალურად არ გვაქვს მაგრამ შინაარსობრივად, არსებითად, 2008 წლიდან მართლაც გვაქვს უფრო მეტი, რადგან გვაქვს MAP-ის ერთადერთი შემადგენელი "წლიური სამოქმედო გეგმა" ANP, რაც როცა გაქვს MAP-ი ყოველ წელს შესასრულებელი რეფორმების დასახელებაა ანუ შინაარსობრივად ოღონდ არა იურიდიულად, ფაქტიურად არის MAP. ANP-ის გარდა ამისა, ზემოთ ასევე 2008 წლიდან გვაქვს "ნატო საქართველოს კომისია" NGC, რაც არის ნატოსა და საქართველოს შორის ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერი არსებითი საკითხის, ნებისმიერ დროს, განხილვის მექანიზმი.

ყოველივე ეს გვაქვს ამდენი ხანია და ამის ზემოთ საქართველომ ასევე შეასრულა 2012 წლის ნატოს ჩიკაგოს სამიტის პირობა - მშვიდობიანად და არჩევნების გზით ვუზრუნველყოთ ხელისუფლების ცვლილება თუ ხალხის ნება ასეთი იქნება.

ასე რომ საქართველოს 2012 წლიდან მოყოლებული (ჩვენი მთავრობის მიერ დატოვებული) გასაწევრიანებლად მოსამზადებლად შინაარსობრივი თვალსაზრისით, ყველა ინსტრუმენტიც აქვს და ნატოს მოთხოვნაც უდაოდ შესრულებული აქვს და მხოლოდ დაგვრჩა ფორმალურად MAP-ის მიღება უშუალოდ გაწევრიანების წინ.

ყოველივე ამ ფონზე, როცა მთავრობა 6 წლის შემდეგ კმაყოფილია იმით, რაც ახლა გვაქვს და მეტის საჭიროებას და შესაძლებლობას არ აღიარებს, არის ივანიშვილის მთავრობის როგორც მინიმუმ არაეფექტიანობისა და (როგორც ჩანს) უმოტივაციობის დადასტურება. ცხადია ამათ პირობებში ასევე უშედეგოდ გაგრძელდება მომავალშიც, სანამ ამ ხალხს არ მოვიცილებთ მშვიდობიანი საარჩევნო პროცესის შედეგად, რაც მჯერა დაიწყება წელსვე, 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვებით“ - წერს გიორგი ბარამიძე ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42