„ეს პრეზიდენტის მხრიდან არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი“ - დავით მათიკაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე
პოლიტიკა - 17:15, 24 Aug, 2018     1181

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აღარ წარადგენს. ამის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.

საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში აფასებენ. დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლობას უწოდებს:

„პრეზიდენტი ფაქტობრივად, დარჩა მარტო. ეს პრეზიდენტის მხრიდან არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი, როდესაც მან კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაზე თქვა უარი. ის არის მცდარი მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა კონსულტაციებში მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დავფიქრდებით კონსულტაციებზე, უბრალოდ ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებდით კონსულტაციებს, რადგან პრეზიდენტის პრაქტიკა სასამართლოსთან მიმართებაში გვეუბნება იმას, რომ როგორც წესი, ის ან საკუთარ თანამშრომლებს წარადგენდა, ან მასთან დაახლოებულ პირებს. აქედან გამომდინარე იყო ჩვენი სკეპტიციზმი და არა უარი კონსულტაციებში მონაწილეობაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის უპასუხისმგებლო ნაბიჯი მარტო დარჩენილი პრეზიდენტის. ასევე ხაზგასასმელია ის, რომ მან ეს უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა კონსტიტუციის დღეს, როდესაც საზოგადოებას ეცნო და ბეჭდური სახით წარედგინა კონსტიტუციის ახალი რედაქცია. დღევანდელ დღეს რაღაც სხვა პარალელური პროცესის გამართვა მისი მხრიდან არის არასწორი ნაბიჯი. ცხადია, ის იყო დაპატიჟებული დღევანდელ ღონისძიებაზე, მაგრამ იქ, სადაც მთელი ქართული საზოგადოება არის შეკრებილი, არ არჩია ყოფნა და გადაწყვიტა პარალელური პროცესის გამართვა, რაც არ არის მისაღები“, - განაცხადა მათიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42