გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორც ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ევროპის ნათელი გზავნილი იყო ის, რომ მერკელი შეხვდა გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს და არ შეხვდა სალომე ზურაბიშვილს:
„ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის. მე ვფიქრობ, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა ხვდება , რომ საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს. დღევანდელი ე.წ. მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლბა საქართველოს ჰყავდეს ასეთი ხელის ბიჭები და მათ ერქვათ მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, ოპოზიციურ კანდიდატებს პრეზიდენტობის და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს და ესეც ნათელი გზავილი იყო მთელი ევროპის. ყველასთვის ყველაფერი უკვე გასაგებია და უკვე ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება წლევანდელი წლის ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის." განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ დღეს უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა დემოკრატიის პრინციოპებზე იასუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი არის ისიც, რომ მმართველი პარტიას მუდმივად ქონდეს შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში.
მასალის გამოყენების პირობები






