გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან - თსუ ინფორმაციას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:42, 24 Aug, 2018     1118
„ეს არის ოკუპაცია. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ეს არის დიდი უსამართლობა. საქართველო და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“ - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.


„ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენება ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი შეფასება, რომელიც შეიძლება მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. კანცლერმა რუსეთის ქმედება შეაფასა ოკუპაციად და მე კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ქვეყნის ლიდერი, როგორიც არის გერმანია და მისი კანცლერი სწორ და ზუსტ შეფასებას აძლევდეს იმ ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში,“- განაცხადა თსუ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დოქტორანტმა კონსტანტინე შუბითიძემ.

შეხვედრაზე თსუ სტუდენტებმა გერმანიის კანცლერს კითხვები დაუსვეს ვიზალიბერალიზაციაზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ევროკავშირის მომავალზე, მეცნიერებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში დემოკრატიის ხარისხზე.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და უკრაინასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე დიდი პერსპექტივა აქვს. „ღიად ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ ამბიციებს. ჩვენი ურყევი მიზანია, ახლოს იყოთ ევროპასთან, მაგრამ სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. წევრობის კანდიდატი ქვეყანა უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს. თავის მხრივ, ევროკავშირს უნდა შესწევდეს ახალი ქვეყნების მიღების უნარი,“- განაცხადა ანგელა მერკელმა და დასძინა, რომ თავის მხრივ, ევროკავშირსაც სჭირდება რეფორმები.

თსუ სტუდენტებთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა მკაფიო განცხადება გააკეთა რუსულ გაზზე გერმანიის და, საერთოდ, ევროპის დამოკიდებულებაზე, ჩრდილოეთი ნაკადი-2-ის პერსპექტივაზე. „პუტინს აქვს ინტერესი, რომ გაყიდოს გაზი ევროპაში. მაშინ მან კეთილი ინებოს და პოლიტიკის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს. ჩვენ არ შევასრულებთ მის ყველა სურვილს, ჩვენ მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც საერთოევროპულ ინტერესშია,“- აღნიშნა ანგელა მერკელმა.

„შეხვედრა იყო ძალიან გულწრფელი. კარგია შეხვედრები აკადემიურ სივრცეში რომ იმართება, რადგან აქ გაცილებით უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს პოლიტიკოსები. თუმცა, დაისვა ძალიან მწვავე შეკითხვები და გაკეთდა ძალიან მკაფიო გზავნილები, რომელიც კარგა ხანია არ მოგვისმენია თავისუფალი სამყაროს ლიდერებისგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში, რომელიც დაფუძნებულია ლიბერალურ ტრადიციებზე და დღესაც აგრძელებს ამ ტრადიციას. სტუდენტების კითხვებსა და კანცლერის პასუხებში ნათლად ჩანდა, რომ ევროგაერთიანება არის ჩვენი მომავალი. ქალბატონმა კანცლერმა შეხვედრის შემდგომ აღნიშნა - იგრძნობა რომ საქართველოში არის ევროპეიზმის ძალიან მაღალი მუხტი და ეს არის ძალიან დასაფასებელი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის ბოლოს, საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უნივერსიტეტის საიუბილეო მედალი გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42