დედაქალაქის მერმა სოფელი დიღომი - დიდგორი - თელოვანის საავტომობილო გზის სამუშაოები დაათვალიერა
პოლიტიკა - 14:43, 24 Aug, 2018     1252
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი - დიდგორი - თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.


„ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ტერიტორიაზე გზა ცუდ მდგომარეობაშია. ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზამთარში, გადაადგილება ძალიან უჭირს. ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნულ გზას აუცილებლად მოვაწესრიგებდით. სამუშაოებზე დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაიხარჯება და დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება. დედაქალაქში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს და მიხარია, რომ ეს გზაც მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. პროექტი 5 კმ გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში სულ 42 000 მ2 ასფალტის საფარი მოეწყობა. აგრეთვე გათვალისწინებულია ზედაპირული წყლის მოცილების ღონისძიებები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.

სამუშაოებს დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „კავთა“ ახორციელებს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე თბილისის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

დედაქალაქის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გაგი ბუაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42