ეკონომიკისა დას მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ან უკვე მოღვაწეობდნენ საქართველოში, ან გეგმავენ ბიზნესის დაწყებას. „ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა, იყო კონკრეტული კითხვები და მათი მხრიდან გამოხატული კონკრეტული მიზნები. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგი გვექნება და ასევე იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ინვესტიციები მივიღოთ გერმანული მხრიდან," - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და გერმანიის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






