გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ერთერთი მთავარი დეტალი იყო, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, ახსენებდა თუ არა გერმანიის პირველი პირი სიტყვა ოკუპაციას. მერკელს პრემიერთან პირველი საჯარო პრესკონფერენციის დროს ოკუპაცია არ უხსენებია. მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მხოლოდ უსამართლოლობა უწოდა.
დღეს, სტუდენტებმა ანგელა მერკელს რამდენჯერმე გაუმეორე კითხვა, თუ რატომ არ ხმარობდა კანცლერი სიტყვა ოკუპაციას საქართველოსთან მიმართებაში, რამაც მერკელი აიძულა, ეთქვა, რომ „დიახ, ეს არის ოკუპაცია!“.
მერკელის სტუდენტებთან შეხვედრას და სიტყვა ოკუპაციის ხსენების ფაქტს უკვე მოჰყვა შეფასებები სოციალურ ქსელში. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ის რაც ვერ შეძლო ხელისუფლებამ, მოახერხეს სტუდენტებმა.
„ყოჩაღ სტუდენტები გამოასწორეს ხელისუფლების უდღეურობა! არ მოეშვნენ, ძლივს ათქმევინეს ოკუპაცია“ - წერს ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






