ოპოზიციის განცხადებას და ამასთან დაკავშირებით რუსთავი2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს კახა კალაძემ სიცრუე უწოდა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც და მედიაც ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი და მან ის დოკუმანტაცია წარმოადგინა, რომელიც ოპოზიციის ბრალდებას ადასტურებს.
„კახი კალაძე გამწარებული "გამოვარდა" გუშინ ფბ - "ლაივით". ტყუილი და სიცრუე ეძახა თავად, რომ ღებულობს იმ გადაწყვეტილებებს. 9 წელიო, სისხლიო და გაუპატიურებაო გაჰკიოდა "ლაივში"
იხილეთ დოკუმენტები :
1. 2 მილიონი ლარი ეშმაკის ბორბალისთვის იტალიურ კომპანიას.
2. 390 000 ლარი მოაკლდა ავარიულ კორპუსებს.
3. 3 მილიონი ლარი მოაკლდა მეტროსადგურების რეკონსტურქციას.
მერის მოადგილემ სიუჟეტში არცერთი ეს დოკუმენტი არ უარყო და ბატონო კახა კალაძე თქვენ არ გეუბნებიან ამ ამბებს ? თუ იტალიური კომპანია, რომ არის რომელსაც 2 მილიონს აძლევთ ახლა გაიგეთ?“- წერს ლევან ხაბეიშვილი.



მასალის გამოყენების პირობები






