საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერის გზავნილებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აფასებს. კობახიძის თქმით, ანგელა მერკელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ცალსახად დააფიქსირა:
"ჩვენთვის ის არის არამხოლოდ გერმანიის ლიდერი, არამედ ევროპის მასშტაბის, მსოფლიო მასშტაბით, პოლიტიკური ლიდერი, აქედან გამომდინარე, მის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მან ამ ორი დღის განმავლობაში არაერთი სერიოზული გზავნილი გააჟღერა, რომელიც შეიცავდა საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას. ის მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
გერმანია და კონკრეტულად ქალბატონო მერკელი არის ჩვენი სუვერენიტეტის ძალიან მყარი მხარდამჭერი და ის მხარს უჭერს ჩვენს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






