გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ეროვნულ დღესასწაულს- უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა - 12:00, 24 Aug, 2018     851
გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ეროვნულ დღესასწაულს- უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:


„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე.

24 აგვისტო მართლაც განსაკუთრებული თარიღია. 1991 წელს უკრაინელმა ხალხმა აღადგინა სახელმწიფოებრიობა და დაიბრუნა ნანატრი დამოუკიდებლობა. სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობა მრავალ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. უკრაინელმა ხალხმა არაერთი განსაცდელი გამოიარა და დღესაც უწევს ბრძოლა თავისუფლების დასაცავად. მსურს კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი და ქართველი ხალხის თანადგომა და მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფალი არჩევანის დასაცავად. მტკიცედ მწამს, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ დავძლევთ ჩვენს წინაშე არსებულ სირთულეებს და მივაღწევთ წარმატებას ჩვენი ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მოხარული ვარ, რომ წელს, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წელი ვიზეიმეთ. მჯერა, რომ თბილისში მიღწეული შეთანხმებით სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.“- ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42