გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზტის მეორე დღე, თბილისში ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყო. მერკელი ოპოზიციის წარმომადგენლებს თბილისი მარიოტში შეხვდა, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებიც:
„ვილაპარაკეთ ყველაფერზე, დაწყებული საქართველოს ეკონომიკური სიტუაციიდან და პოლიტიკური პროცესებიდან, დამთავრებული საქართველოს პერსპექტივით, რაც შეეხება ნატო-ს და ევროკავშირს. ასევე ვისაუბრეთ სიტუაციაზე ბალკანეთში, რასაც შეიძლება, უახლოეს მომავალში საქართველოზე გავლენა ჰქონდეს. ასევე ვისაუბრეთ იმ ნეგატიურ როლზე, რომელსაც რუსთი თამაშობს სამხრეთ კავკასიაში. რა არის გაკეთებული, რომ სხვადასხვანაირ ფორმაში გამოძერწილ აგრესიას რეგიონის ქვეყნებმა და პირველ რიგში საქართველომ რამე დაუპირისპიროს,“ - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






