გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილიც ესწრებოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რაქვიაშვილმა განაცხადა, ანგელა მერკელმა ცხადად ისაუბრა საქართველოს ოკუპაციაზე, როგორც პრობლემაზე, ისე ტერმინოლოგიურად.
,,კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტაში და ის ამის დასადასტურებლად ხვალ გაემგზავრება ოკუპაციის ხაზზე.
საუბარში ნათლად იყო დაფიქსირებული ის პოზიცია, რომ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე მიუღებელია ის, რაც მოხდა ათი წლის წინ და რომ არასდროს გერმანია ამას არ შეეგუება.
მერკელმა ცალსახად ისაუბრა იმის თაობაზე, რომ გერმანია ყოველ ღონეს იხმარს, რათა შეჩერდეს ის, რაც ხდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, შეიცვალოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ და ყოველ ღონეს იხმარენ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა შეწყდეს", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






