გენადი არველაძე გერმანის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციას შეხვდა
პოლიტიკა - 20:32, 23 Aug, 2018     881

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს ტომას ბარაიბის შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობნენ მსხვილი გერმანული კომპანიების (Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG / Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient) ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა, შესაბამისად, ქართული მხარე მიესალმება ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა, საქართველოში სექტორი არ არსებობს, სადაც გერმანული ინვესტიცია არ არის განხორციელებული, რაც ძალიან მისასალმებელია. მან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლები მიმდინარე წლის ოქტომბერში გერმანიაში დაგეგმილ როუდ-შოუზე მიიწვია, რომლის მიზანია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გერმანული ბიზნესისთვის გაცნობა.

თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოში 250-ზე მეტი გერმანული კომპანია საქმიანობს, რომლებიც ადგილობრივ ბიზნეს გარემოს დადებითად აფასებენ. მისი თქმით, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები მრავალმხრივია და მიმართულია გრძელვადიან თანამშრომლობაზე.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან ფარგლებში, საქართველოს მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ, რომლებიც ხვალ, 24 აგვისტოს საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42