ანალიტიკოსი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფო „ქართული ოცნების“ NEW „ქუმსიშვილ-კვირიკაშვილების“ საფრთხის წინაშეა.
„სახელმწიფო „ქართული ოცნების“ NEW „ქუმსიშვილ-კვირიკაშვილების“ საფრთხის წინაშე. სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არის და უნდა იყოს მცირე, დანარჩენი კერძო ბიზნესში ვართ დასაქმებულები.
სახელმწიფო, ხელისუფლება ვალდებულია, მინიმუმ, ხელი არ შეუშალოს იმ კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის ინტერესების გარდა, ასობით დასაქმებულის და მათი ოჯახების წინაშეც აქვთ აღებული ვალდებულებები.
როდესაც ხელისუფლება შერჩევით ეკიდება ბიზნესს - ეს ხელისუფლების მაფიაა.
როდესაც ხელისუფლება მიზანმიმართულად და ხელოვნურად ცდილობს კომპანიებისთვის ხელის შეშლას, დაზარალებას, გაკოტრებას - ეს ხელისუფლების მაფიაა.
როდესაც ხელისუფლება ბიზნესკომპანიებს მფლობელებს ართმევს ან ცდილობს წართმევას და თუ მფლობელები არ უთმობენ ჩინოვნიკებს, შემდეგ ავიწროებენ მათ - ეს სახელისუფლებო მაფიაა.
აქ ჯერ არ ვახსენებ იმას, თუ რას ნიშნავს, ხელისუფლება მედიაკომპანიების შევიწროებას და განადგურებას ცდილობდეს.
დღეს „ქართულ ოცნებაში“ „ქუმსიშვილ-კვირიკაშვილები“ სხვა გვარებით იცვლებიან და ჩნდება რისკი და საშიშროება ბიზნესის და მედიის დატერორების ახალი ტალღა დაიწყოს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გონზე მოსვლას ვურჩევ და კვლავ დაწყებული მავნებლობის შეჩერებას. წესიერებას ვეღარ გთხოვთ და გონიერების მოხმობას მოგიწოდებთ.
პ.ს. ეს სტატუსი ჯერ თეორიულ ჩარჩოში მაქვს მოქცეული, თუმცა ვშიშობ, მალე, პირადად, მე, როგორც ერთი მოქალაქე, პოლიტოლოგი თუ ჟურნალისტი ახალ ომს წამოვიწყებ ახალი სახელებითა და გვარებით, ისე როგორც მომიწია მეომა ქუმსიშვილ-კვირიკაშვილის წინააღმდეგ და სულ არ მაინტერესებს, ვინ იქნება წინააღმდეგი და ვინ არა, თითოეულ გვარს და ჩინოვნიკს მოურიდებლად ვამხელ, ვინც გინდა იყოს ის,“ - წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






