ანგელა მერკელი საქართველოში - ექსპერტები გერმანიის კანცლერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ევროპული კვლევის დირექტორი ამბობს, რომ გერმანიის კანცლერისგან უფრო ძლიერ მხარდამჭერ განცხადებებს ელოდა.
„რეალურად, ველოდით არაფერ ახალს და დადასტურდა ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, მე უფრო ძლიერ მხარდამჭერ განცხადებებს ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ სიახლეს არ ველოდი. ქალბატონ მერკელს სიტყვა "ოკუპაცია" არ უხსენებია, არც საოკუპაციო ზოლი არ უხსენებია. ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პუტინთან შეხვედრაზე საქართველოზე საუბარი არ ყოფილა. არ უხსენებია სიტყვა ნატო, არ უხსენებია საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ბოდიში ამ გამოთქმაზე, მაგრამ ვერ გასცდა ფრანკფურტის წიგნების ბაზრობას, კანალიზაციას და წყალგაყვანილობას და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტს.
თავისთავად ფაქტი, რომ ის დღეს თბილისშია და ის არის ევროპის გავლენიანი პოლიტიკოსი, ეს თავისთავად გზავნილია, თუმცა სამწუხაროდ, დავედით აქამდე, რომ კონკრეტული შედეგი იმ 200 მილიონიანი ინვესტიციის და რაღაც მოფერების გარდა, მე ვერ დავინახე აქედან. დღეს მან თბილისში მაქსიმალურად თავი შეიკავა რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილი განცხადების გაკეთებაზე,“ - აღნიშნა რუხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






