"თქვა, რომ მუდმივად საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე“ - დავით ზალკალიანი მერკელის განცხადებებზე
პოლიტიკა - 19:48, 23 Aug, 2018     1502

საქართველოში გერმანიის კანცლერის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მერკელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა:

„ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი როგორც გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე. ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკურ განზომილებაზე, რეგიონულ პრობლემებსა და რეგიონში მიმდინარე გამოწვევებზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტგრაციისადმი გერმანიის ურყევი მხარდაჭერა. ქალბატონმა მერკელმა მაღალი შეფასება მისცა იმ პროცესებს, იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს ეკონომიკური მიმართულებით და ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ძალიან პოზიტიური შეფასებები იყო ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკასთან მიმართებაში. ანგელა მერკელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ის უსამართლობა და უკანონობა, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან თქვა, რომ მუდმივად ახსოვთ საქართველო და რომ ის მუდმივად საუბრობს საქართველოს პრობლემატიკის შესახებ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა ფორუმზე, მათ შორის სხვა ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზთან მერკელის ჩასვლის მნიშვნელობას:

„ეს არის ყველასთვის მკაფიო გზავნილი, რომ გერმანია არ შეეგუება საქართველოს ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“,-განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ ანგელა მერკელს საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციაზე არ უსაუბრია, ზალკალიანმა განაცხადა, რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, არ გვექნებოდა მკაფიო ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი:

„არ დავეთანხმებოდი კითხვის ფორმულირებას, გერმანია არის ჩვენი ევროატლანტიკური პროცესის სერიოზული მხარდამჭერი. რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, არ გვექნებოდა მკაფიო ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, არ გვექნებოდა ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილება სახელმწიფო მეთაურების დონეზე და ის მართლაც ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც უპრეცედენტოა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინტეგრაციულ პროცესებზე. საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად. რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა, ვერ მივიღებდით იმ დასკვნით დებულებებს, რომელიც გვაქვს ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებებში შავ ზღვაში თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42