თავდასხმა პარიზის გარეუბანში - ისლამისტი თავდამსხმელის მსხვერპლი მისი დედა და და გახდა
მსოფლიო - 18:10, 23 Aug, 2018     3891
პარიზიდან 26 კილომეტრში, ტრაპ-ან-იველინის კომუნაში დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინიტრო იტყობინება, მოკლული ადამიანები მკვლელის და და დედა აღმოჩნდა, ხოლო დაჭრილის ვინაობის შესახებ ჯერ ინფორმაცია არაა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.


პოლიცია ამოწმებს ვერსიას, რომლის თანახმადაც თავდასხმის მიზეზი შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი ყოფილიყო, საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით ინციდენტი არ განიხილება, როგორც ტერაქტი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, თუმცა ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მათი საინფორმაციო რესურსი Amaq-ი იტყობინება, რომ თავდამსხმელი ISIS-ის მებრძოლი იყო.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი თავდახმის დროს „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

თავდასხმის შემდეგ მამაკაცი სახლში შევარდა და იქიდან ყვიროდა, რომ ნებისმიერს მოკლავდა ვინც სახლში შესვლას შეეცდებოდა, ცოტა ხანში ისევ გარეთ გამოვიდა დანით ხელში, რა დროსაც ის პოლიციელებმა მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები ქონდა.

საფრანგეთის შს მინისტრის ჟერარ კოლონის განცხადებით, მამაკაცი, რომლის ვინაობნაც ჯერ არ სახელდება. პოლიციის ყურადღების ქვეშ იყო თავისი ექსტრემისტული მსოფლმხედველობის გამო, თუმცა ის ფსიქიკურად არასტაბილური იყო და არ წარმოადგენდა იმ ადამიანს, რომელიც „ტერორისტული დაჯგუფების ინსტრუქციების შესრულებას შეძლებდა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42