გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დაიწყო. კანცლერის ვიზიტს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აფასებს.
მისი შეფასებით, კარგი იქნება, თუ ახალი მკაფიო გზავნილები გაჟღერდება:
"ამ ვიზიტმა შეიძლება დასაბამი დაუდოს ისტორიულ ცვლილებებს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გერმანიის სკეპტიკური პოზიცია იყო სტრატეგიული შეცდომა ნატო-ს მხრიდან, რაზეც გარკვეული პასუხისმგებლობა ქალბატონ მერკელსაც ეკისრება, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება, განახორციელა სამხედრო ავანტიურა, შემოჭრა ჯერ საქართველოში, შემდეგ უკრაინაში. გერმანია არის სახელმწიფო, რომელიც ბევრი კომპონენტით ჰგავს საქართველოს. ამიტომ ამ პარალელებიდან გამომდინარე, ფართო შესაძლებლობა იხსნება იმისთვის, რომ გერმანიის უფრო მეტი ჩართულობით ამ პროცესებში ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ,“- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






