გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში იწყება. მერკელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნახევარ საათში დაეშვება. გერმანიის კანცლერის ვიზიტზე კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩმა საქართველოში:
„ველოდებით გერმანიის კანცლერს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ხანგრძლივი ვიზიტი 2008 წლის შემდეგ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ის გაემგზავრება სომხეთსა და აზერბაიჯანში. მისი ვიზიტი ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი ურთიერთობების არსებობას. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კანცლერი კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილავს. გერმანიის პოზიცია მკაფიოა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ისევე, როგორც სხვა მოკავშირეები. კანცლერის ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან სოლიდარობისა და მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ნიშანია“-აცხადებს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე რენატე პაიჩი.
მასალის გამოყენების პირობები






