"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) განცხადება
საზოგადოება - 21:02, 27 Aug, 2013     737

 



"მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელდა მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟი. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია რეგიონში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების უკმაყოფილება და სპეცრაზმის მიერ ადგილობრივი მუსლიმების დაკავება და ფიზიკური შეურაცხყოფა.

მთავრობის მხრიდან მსგავსი ქმედებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში. აქედან გამომდინარე, მთავრობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და სიფრთხილით უნდა მოეკიდოს არსებული ვითარების განმუხტვას. ამ ფონზე შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც არ უწყობს ხელს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და სიტუაციის განმუხტვას.

უმცირესობების უფლებები, ისევე როგორც რელიგიური თავისუფლება, წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებას. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული უფლებების ეფექტური დაცვა, როგორც სახელმწიფოსთვის, რომელიც მიისწრაფის ევროატლანტიკურ სივრცეში წევრობისაკენ.

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)" მოუწოდებს მთავრობას გადადგას ქმედითი და მყისიერი ნაბიჯები ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად და პასუხისმგებლობით მოეკიდოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ ვალდებულებას, ეფექტურად დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობების უფლებები და თავისუფლებები."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42