ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. სრულუფლებიანი წარმომადგენელი მურატ ჯიოევი საქართველოს მიერ ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმაურება და მას „უაზრო პროპაგანდისტულ აქციას“ უწოდებს:
„ეს უაზრო პროპაგანდისტული აქციაა. ჯერ კიდევ 2012 წელს, ჟენევის დისკუსიებზე ჩვენ განვიხილეთ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენების მიზანშეწონილობა და ვერც ქართველმა, ვერც საერთაშორისო წარმომადგენლებმა ვერ დაამტკიცეს ამ ტერმინის გამოყენების მიზანშეწონილობა, მაშინ როდესაც სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ აღნიშნული ტერმინის გამოყენების სრული აბსურდულობა აჩვენა. რაც შეეხება ტატუნაშვილის გარდაცვალებას, საკმაოდ კომპეტენტურმა სამხარაულის სახელობის ცენტრმაც კი ვერ აღმოაჩინა საკმარისი საფუძველი „მკვლელობის“ შესახებ დასკვნის გასაკეთებლად. ამის გამო ცენტრის თანამშრომლებს საქართველოში ძლიერი ობსტრუქცია მოუწყეს. ეს არის არაადამიანური, როდესაც ადამიანის გარდაცვალებასა და მისი ახლობლების უბედურებაზე გარკვეული ძალები საქართველოში საკუთარ პოლიტიკურ ბიზნესს აკეთებენ“, - განაცხადა ჯიოევმა.
მასალის გამოყენების პირობები






