მერკელს სურს აჩვენოს, რომ ევროპელები უპასუხოდ არ დატოვებენ რუსეთის ქმედებებს - Die Welt გერმანიის კანცლერის კავკასიაში ვიზიტს ეხმაურება
პოლიტიკა - 12:22, 23 Aug, 2018     1624
გამოცემა Die Welt გერმანიის კანცლერის კავკასიაში ვიზიტს ეხმაურება:


„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობით, გერმანია რუსეთზე დამოკიდებული ხდება, თუმცა გერმანიის კანცლერის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტმა ეს შეიძლება შეცვალოს.

მერკელი სტუმრობს მთავარ გეოპოლიტიკურ რეგიონს აზიასა და ევროპას შორის, რომელშიც სიმშვიდეს ჯერ კიდევ არ დაუსადგურებია. ომი მთიანი ყარაბაღისთვის, რომელშიც ათასობით ადამიანი დაიღუპა 1990-იან წლებში, დიდი ხანია, გაყინული კონფლიქტი გახდა. რუსეთის ომი საქართველოსთან, რომელიც ამ კვირებში მეათე წლისთავს აღნიშნავს, საქაერთველოს თავისი ტერიტორიების 20% დაუჯდა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ისინი საერთაშორისო სამართლით საქართველოს ეკუთვნის, თუმცა ფაქტობრივად, რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.

ამ რთულ სიტუაციაში მერკელს სურს აჩვენოს, რომ მოსკოვისა და ბერლინის მშვიდი ტონის მიუხედავად, ევროპელები უპასუხოდ არ დატოვებენ რუსეთის ქმედებებს თავის ძველ უკანა ეზოში.

ვიზიტი ასევე, წარმოადგენს სიგნალს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის. გერმანია რუსეთის გაზსადენის ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობით, გერმანია ენერგეტიკის სფეროში რუსებზე დამოკიდებული ხდება, თუმცა ფედერალურ მთავრობას არ სურს რომ ფსონი მხოლოდ მოსკოვზე დადოს.

გერმანიის კანცლერის ვიზიტი მხოლოდ ენერგეტიკულ საკითხებთან დაკაშირებული არ იქნება. მისი პირველი გაჩერება თბილისია. საქართველო- ქვეყანა, რომელიც რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად ისწრაფვის დასავლეთისკენ და 20 წელზე მეტია თაბის ინსტიტუტებს დასავლურ მოდელზე აწყობს. ამჟამად საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორს ევროკავშირი წარმოადგენს. არსებობს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება და უვიზო რეჟიმი. თუმცა ბევრმა ქართველმა გერმანიაში თავშესაფარი უსაფუძვლოდ მოითხოვა და ქართველების წილიც დანაშაულის სფეროში საშუალოზე მაღალია. მერკელს სავარაუდოდ ამ საკითხზეც მოუწევს საუბარი.“- ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

როგორც Die Welt-ი წერს, მერკელის საქართველოში ვიზიტით რომელიმე საკითხში, მათ შორის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან ცვლილებას არ უნდას ველოდოთ, თუმცა მიუხედავად ამისა, გერმანიის კანცლერის კავკასიაში ვიზიტს მოსკოვი მაინც ეჭვის თვალით უყურებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42