„ივანიშვილმა გამოცვალა ყველგან გუბერნატორები, პრაქტიკულად მთავრობის წარდგენილი ყველა კანდიდატურა უარყო და ყველგან დანიშნა სუსის წარდგენით, ძალოვანი კადრები. დააკვირდით ყველგან დანიშნა ან ყოფილი სამხედროები, ან პოლიციის ჩინოსნები, ან პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ ივანიშვილი ემზადება არჩევნების მასობრივად გასაყალბებლად და ისტერიულად ეშინია ჩემი საქართველოში ჩასვლის.
წელს ოქტომბერში საქართველოში შეიცვლება ხელისუფლება და დამთავრდება ოლიგარქის ბოგინი. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ძალიან მაგრად მიდის ვაშაძის კამპანია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი დაესახელებინა, მაგრამ ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ შუა გაიკრიფება, ერთის მხრივ იქნება ივანიშვილის კანდიდატი, ის, ვისითაც ჩაანაცვლებენ სალომე ზურაბიშვილს და მეორე მხარეს იქნება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც რა თქმა უნდა ამ არჩევნებს მოიგებ.
დანარჩენი გაყალბება-გამოყალბება და მაქინაციები, ეს არაფერს აღარ უშველის, იმიტომ რომ მორალური უპირატესობა მთლიანად არის ხალხის მხარეს და ვაშაძის მხარეს“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






