ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს თავში ჭიქა ჩაარტყეს და ის თანამდებობიდან გადადგა
პოლიტიკა - 17:00, 22 Aug, 2018     6700

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტს ვიტალი გაბნიას თავში ჭიქა ჩაარტყეს, რის გამოც ის თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება.

„ბევრ თქვენგანს სმენია ინციდენტზე, ჩხუბზე ჩემი მონაწილეობით. საჭიროდ მივიჩნევ ამაზე ვისაუბრო. შელაპარაკების შემდეგ ერთ-ერთი მამაკაცი ადგა და ზურგიდან თავში ჭიქა ჩამარტყა. იძულებული ვარ თანამდებობიდან გადავდგე, რათა ჩემი ღირსება დავიცვა. ჩემი გადადგომა არ ეხება პოლიტიკურ რეალიებს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აფხაზეთში კანონი მოქალაქეების უფლებებს ვერ იცავს:

„პრობლემა იმაშია, რომ მე სუსტი აღმოვჩნდი, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, აზროვნებს და ცხოვრობს კანონების მიხედვით, აპრიორი სუსტი აღმოჩნდება ამ უკანონობის სისტემაში, სადაც მმართველობის კონტროლს ქუჩა ახორციელებს.

ზოგადად მთელი ჩვენი სამართალდამცავი სისტემა შერყეულია. სახელმწიფო კლავს, როდესაც არ სჯის დამნაშავეებს და სჯის უდანაშაულოებს. მე აუცილებლობად ვთვლი მოვიხსნა უფლებამოსილება და გადავდგე იმ მიზეზით, რომ მე არ შემიძლია დავიცვა ჩემი უფლებები და ღირსება, ამ მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც კი. მე მხოლოდ აფხაზურად მოქმედების შესაძლებლობა მაქვს, რისთვისაც მე მჭირდება უფლებამოსილების მოხსნა.“- განაცხადა ვიტალი გაბნიამ.

ვიტალი გაბნია დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42