„მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი უხეშად და სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს“ - სოფიო კილაძე
პოლიტიკა - 16:46, 22 Aug, 2018     1075

საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - იუსტიციის სამინისტროს მიერ სტრასბურგში, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გაგზავნილ სარჩელს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გამოეხმაურა. კილაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნეოვანია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცოს, ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი უხეშად და სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს:

„იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს სახელმწიფოს სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აუცილებლად იქნება წარმატებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, კიდევ ერთმა ძალიან ავტორიტეტულმა საერთაშორისო პლატფორმამ სამართლებრივად დაამტკიცოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი უხეშად და სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მასობრივი დარღვევა კეთდება იმისთვის, რომ ქართველებს სურვილი აღარ ჰქონდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საკუთარ მიწაზე დაბრუნების. რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის მთავარი სამიზნე ეთნიკურად ქართული მოსახლეობაა, რომელსაც უმძიმეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება.

ჩვენს ხელთ არის საერთაშორისო ბერკეტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც ყველაზე ქმედითი სამართლებრივი ინსტრუმენტი ადამიანის უფლებათა დასაცავად არის ყველაზე სწორი საშუალება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო დონეზე, ახლა უკვე სამართლებრივი არგუმენტებით მოხდეს დამტკიცება იმისა, რომ სწორედ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც უხეშად და მასობრივად არღვევს ადამიანის უფლებებს“, -განაცხადა სოფიო კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42