„ჩვენი სურვილია, გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობა გადავიდეს თვისობრივად ახალ ფორმატში“ - საქართველოს ელჩი გერმანიაში
პოლიტიკა - 16:39, 22 Aug, 2018     838

„პირველ რიგში, გერმანიასთან ჩვენ გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენი სურვილია, რომ გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობა გადავიდეს თვისობრივად ახალ ფორმატში. გერმანია, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და მხარს უჭერს როგორც საქართველოს ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამიტომ, გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარების პოლიტიკას"- განაცხადა საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა, საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას.

მისი განცხადებით საქართველოს მთავრობა და საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აქტიურად მუშაობს გერმანიის მხარესთან, როგორც ფედერალურ მთავრობასთან, ასევე პოლიტიკურ წრეებთან, მიწის მთავრობებთან ყველა იმ თემაზე, რომელიც საქართველოსთვის არის პრიორიტეტული. „შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში გვაქვს ძალიან კარგი ე.წ. უკუგება თვითონ პოლიტიკური ისტებილიშმენტის და ეს ვიზიტიც ხაზს გაუსვამს ამას და თვითონ კანცლერიც ვიზიტის ფარგლებში ყველა თემაზე დააფიქსირებს თავის პოზიციას"-განაცხადა ელჩმა.

ელჩმა ასევე ყურადღება გამახვილა გერმანიის მთავრობის მიდგომაზე, კერძოდ ევროპის ახალ აღმოსავლურ პოლიტიკაზე, რომლის შესახებაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰააკო მაასმა ქართველ კოლეგასთან ბერლინში შეხვედრის დროს გააჟღერა. ელჩის განცხადებით, თბილისში ვიზიტის ფარგლებში, კანცლერი ისაუბრებს ყველა მნიშვნელოვან თემაზე და მათ შორის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის თაობაზე საქართველოს საკითხთან მიმართებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42