არგენტინაში 389 კილოგრამი კოკაინი დაწვეს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ბუენოს-აირესში რუსეთის საელჩოში აღმოაჩინეს. ნარკოტიკები კრემატორიუმში გაანადგურეს, პროცესს არგენტინის უსაფრთხოების მინისტრი პატრისია ბულრიჩი და რუსეთის ელჩი დმიტრი ფეოკტისტოვი ესწრებოდნენ.
ბულრიჩის თქმით, კოკაინის განადგურება გახდა ფინალური ეტაპი ოპერაციისა „12 მეფე“. რომელშც რუსული და არგენტინული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. მინისტრის თქმით, განადგურებული ნარკოტიკის ღირებულებამ 80 მილიონი ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, 2018 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინაში, რუსეთის საელჩოსთან არსებულ სკოლაში, 389 კილოგრამი კოკაინით სავსე 12 ჩემოდანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ არგენტინული მედია იტყობინებოდა, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით 6 ადამიანი დააკავეს, მათ შორის „ყოფილი დიპლომატი ალეკსანდრ ჩიკალო“. 6 პირიდან 2-ის დაკავება არგენტინაში, 4-ის კი რუსეთში მოხდა. ნარკოტიკები ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს, თუმცა არგენტინულმა მედიამ რუსულ-არგენტინული სპეცოპერაციის „12 მეფის“ შესახებ მხოლოდ 2018 წლის 22 თებერვალს შეიტყო.





მასალის გამოყენების პირობები






