Facebook-მა და Twitter-მა რუსეთში და ირანში შექმნილი ასეულობით ყალბი გვერდი წაშალეს
მსოფლიო - 15:15, 22 Aug, 2018     2612
კომპანიებმა Facebook-მა და Twitter-მა ასეულობით გვერდი წაშალეს, რომელიც რუსეთში და ირანში იყო შექმნილი. მიზეზად მათი „დაუზუსტებელი ქმედებები“ სახელდება.

„ეს ორი სხვადახვა კამპანიაა (რუსული და ირანული), ჩვენ არ აღმოგვიჩენია მათ შორის კავშირი ან კოორდინირებული ქმედება. თუმცა ისინი იყენებდნენ ერთნაირ ტაქტიკას - სოციალურ ქსელში ისეთი ანგარიშების შექმნა, რომელზეც ვერ გაარკვევ ვინ არიან და რას საქმიანობენ.“- ნათქვამია ფეისბუკის განცხადებაში.

ფეისბუკის ინფორმაციით, წაშლილი იქნა 650 ყალბი გვერდი, ჯგუფი და ანგარიში ირანიდან, რომელთა სამიზნესაც წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის აუდიტორია.

ფეისბუკის მიერ წაშლილი რუსული გერდები (მათი რიცხვი არ კონკრეტდება), თავის მხრივ „შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ წყაროებთან, რომლებიც, როგორც აშშ-ის ხელისუფლებამ ადრე დაადგინა, წარმოადგენენ რუსულ სამხედრო დაზვერვის სამსახურებს.“- ნათქვამია ფეისბუკის განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, ფეისბუკი კრძალავს მსგავს ქმედებებს, რადგან სურთ რომ ადამიანები ენდობოდნენ იმ კავშირებს, რომლებსაც ისინი ფეისბუკის მეშვეობით ამყარებენ.

Twitter-მა თავის მხრივ განაცხადა, რომ წაშალა 280 ანგარიში, რომლებიც „დაკავებული იყვნენ კოორდინირებული მანიპულაციით“, მათი უმრავლესობა ირანიდანაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42