შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ეხმაურება. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, აბიტურიენტები, რომელთაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის სურვილი ჰქონდათ, სწავლას სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელებენ.
“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტუდენტების ფაქტორი და ჩვენი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა. შესაბამისად, გვესმის, რომ ორგანიზაციას გარკვეული პრობლემები გააჩნია, მათ შორის ფინანსური. ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფერს იმისთვის, რომ არსებულმა სტუდენტებმა სწავლა გააგრძელონ, ხოლო ვისაც ჩაბარების სურვილი ჰქონდა, ყველაფერი გაკეთდება, რომ სწავლა გააგრძელოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. ანუ ფაქტობრივად, ყველა სტუდენტს დავაკმაყოფილებთ, არც ერთი არ დარჩება უნივერსიტეტის გარეშე. მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ მიიღო, გამოწვეული იყო იმ არსებული პრობლემებით, რომელიც ეცნობა საბჭოს და მან მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება”,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






