ოკუპირებული ცხინვალის ციხეშ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში ინდივიდუალურთან ერთად სახელმწიფოთაშორისი სარჩელიც იგზავნება. იუსტიციის სამინიტროს განცხადებით, შესაბამის დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია:
საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ იუსტიციის სამინისტრო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის გაგზავნას მიზანმიმართულად აჭიანურებს.
"არსებითია, რომ სახელმწიფომ უჩივლოს სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში გამოხმაურებაც და წონაც მეტი ექნება სარჩელს, ვიდრე, თუ მხოლოდ ოჯახი უჩივლებს. მაგრამ სახელმწიფომ რომ სახელმწიფოს უჩივლოს, ეს უნდა გააკეთოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც ამას, ეჭვი მაქვს, შეგნებულად წელავს," - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა.
ოპოზიციის კრიტიკას პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით პასუხობენ უმრავლესობაში:
"სტრასბურგის სასამართლოში რაც უფრო მომზადებულები წავალთ და რაც უფრო მყარი არგუმენტაცია გვექნება უკეთესია. მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ის, რომ ტატუნაშვილის მიმართ დაირღვა ყოველგვარი კონვენციით გარანტირებული უფლება," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფიო კილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






