სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის გადადგომას პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ეხმაურება. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, იოსებ გოგაშვილის გადადგომა არ არის საკმარისი და მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულისთვის, რაც სპეცოპერაციის ღამეს ჩაიდინა:
„გადადგომით ეს არაფერს არ ნიშნავს, გოგაშვილი უნდა დაისაჯოს იმ სასტიკი დანაშაულისთვის. ის უნდა დაისაჯოს, გომელაურიც უნდა დაისაჯოს. ჩემთვის მაგათი გადადგომა და გადაყენება არაფერს არ ნიშნავს იმიტომ, რომ მათ აქვთ ჩადენილი საუკუნის დანაშაული. მე კი ვიცი, რომ ეს საუკუნის დანაშაულია, ამას იძახის დღეს მთელი მსოფლიო. კონკრეტული კითხვებია, საიდან ვიცნობდი, თემირლანი როგორ მოხვდა მაგათთან, არეული კითხვებია, რომელსაც მე წყობიდან გამოვყავარ. დღეს საერთოდ ისლამში არის ყველაზე დიდი დღე. მიუხედავად ამისა, დილიდან საღამომდე რომ ამათ მიერ დახვრეტილ ჩემი შვილის საფლავზე ვყოფილიყავი, მომიწია ამ მკვლელებთან ერთად ერთი "კრიშის" ქვეშ ყოფნა.“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






