„ტყუილების მთავარი შემფუთველი“... „უკადრებელსაც იკადრებს“ - ლაშა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ პიარს ჩაიბარებს?
პოლიტიკა - 20:17, 21 Aug, 2018     2934
ჩაიბარებს თუ არა ლაშა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ პიარს - ამ თემაზე ჯერჯერობით ხელიუფლების წარმომადგენლები არ საუბრობენ. შს მინისტრს გიორგი გახარიას მისი კანდიდატურა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ ის ინფორმაციას არ ფლობს.

ლაშა ნაცვლიშვილისთვის „ქართული ოცნების“ პიარის ჩაბარებას უარყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

„ბატონი ლაშა ნაცვლიშვილი არ არის ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. მეტსაც გეტყვით, პარტია ქართულ ოცნებას არა აქვს ასეთი სამსახური, არ არსებობს მის შემადგენლობაში კომუნიკაციების სამსახური, შესაბამისად, მისი ხელმძღვანელ ბატონი ლაშა ვერ იქნება. როგორც ვიცი, ბატონი ლაშა კონსულტანტის ფუნქციას ასრულებს პარტიაში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი კორუმპირებული ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლებიდან 2012 წელს „წარმატებით გადაპორტირდა ქართულ ოცნებაში“.

„ ჯერ იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და შემდეგ იყო მთელი ამ ქართული ოცნების ტყუილების მთავარი შემფუთველი. შესაბამისად, არაფერი არ არის გასაკვირი ამ ხელისუფლებისგან,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე, აცხადებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი არის ადამიანი, რომელიც „უკადრებელსაც იკადრებს“.

„ ეს არის ადამიანი, რომლის საქმიანობაც შეიძლება, მარტივად დავახასიათოთ, როგორც უკადრებლის კადრება. რასაც ვერ იკადრებს ვერავინ, ლაშა ნაცვლიშვილი აუცილებლად იკადრებს, თავის გუნდთან ერთად,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, შალვა რამიშვილი ლაშა ნაცვლიშვილთან ერთად იმუშავებს ქართული ოცნების პიარსამსახურში. შალვა რამიშვილი ამბობს, რომ ნაცვლიშვილი მხოლოდ თანამშრომლობს მმართველი პარტიის პიარსამსახურთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42