თამარ ჟვანიამ დაარღვია „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი“- საიას ცესკოს თავმჯდომარეს პასუხობს
პოლიტიკა - 18:53, 21 Aug, 2018     1934
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას, რომლითაც მან საიას კვლევას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემაზე „არასერიოზული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა.


„სამწუხაროა, რომ თამარ ჟვანიამ დაარღვია „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი.“

ეთიკის კოდექსი ცესკოს თავმჯდომარეს ავალდებულებს პატივი სცეს კანონს, იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ასევე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას იყოს ტაქტიანი და კრიტიკა, რომელსაც ის გამოხატავს, იყოს დასაბუთებული.

ეთიკის კოდექსი ცესკოს თავმჯდომარეს ასევე ავალდებულებს, რომ მან საკუთარი საქმიანობისას ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს საარჩევნო პროცესთან ან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღებაში, იყოს კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას.

საია წლებია აკვირდება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს და საუბრობს ამ პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

გვსურს, ასევე აღვნიშნოთ, რომ კვლევაზე მუშაობისას, საიამ თხოვნით მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა მოითხოვა. ცესკოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა შეხვედრაზე. ცესკომ არჩია, რომ საჯარო განცხადებით შემოფარგლულიყო, რომელშიც, უნდა აღინიშნოს, რომ ვერ დაასაბუთა ჩვენს კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაციის მცდარობა.

საია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას და მის ხელმძღვანელს საქმიანობის განხორციელებისას იყოს კორექტული და კრიტიკული მოსაზრებები დაასაბუთოს.“- აღნიშნულია საიას განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42