გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღრმაღელეში ჩავიდნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის შეუსრულებელი დაპირებების გამო, თავს მოტყუებულად გრძნობენ. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება საბიუჯეტო რესურსებს პირადი გამდიდრებისთვის იყენებს და არა მოქალაქეების დასახმარებლად.
ადგილობრივები ერთ-ერთ ყველაზე დიდი პრობლემად აზიურ ფაროსანას და აღნიშნუის გამო მოსავლის განადგურებას ასახელებენ. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯები მილიარდ ნახევრით შემცირდება, დაზოგილი თანხები კი მოქალაქეების სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება.
„ერთმა მოქალაქემ, შესანიშნავი ფრაზა მითხრა, ყველა აგინებს 90-იან წლებსო და უკეთესად ვცხოვრობდით, ვიდრე დღეს ვცხოვრობთო, ვერ წარმოიდგენს დღევანდელი ხელისუფლება კაბინეტში ჩაკეტილი საქართველოს მთავრობა, რა დღეშია საქართველოს მოქალაქე და რას ფიქრობს დღევანდელ ხელისუფლებაზე,"-განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






