კომპანია Microsoft-ი აცხადებს, რომ მისმა სპეციალისტებმა დააფიქსირეს რუსეთის მიერ ამერიკის კონგრესის ნოემბრის არჩევნებში ჩარევის ფაქტები.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მცდელობა განახორციელეს ჰაკერული დაჯგუფება Strontium-ის (ასევე ცნობილია როგორც, Fancy Bear ან APT2) წევრებმა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება და მისი სადაზვერვო სამსახურები აკონტროლებენ.
"ჰაკერთა ჯგუფმა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, შექმნა ყალბი დომენები, რომელიც დუბლირებას უკეთებდნენ ორ ამერიკულ ორგანიზაციას - "ჰადსონის ინსტიტუტისა" და "საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს" (IRI) და მათ ვებ-გვერდებს. შეიქმნა კიდევ სამი დომენი, რომელიც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი აშშ-ის სენატს ეკუთვნოდნენ," - აცხადებენ კომპანიაში.
Microsoft-ის ამ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით მას არა აქვს არანაირი ინფორმაცია ამ ჰაკერულ დაჯგუფებაზე.
მასალის გამოყენების პირობები






