2018 წლის იანვარ ივლისში სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი 1355 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 97.23%-ით არის გაზრდილი. აქედან განზრახ მკვლელობა არის- 46, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში- 16, მკვლელობის მცდელობა (19-108 მუხლი) -55, მკვლელობის მცდელობა (19-109 მუხლი)-25, თვითმკვლელობამდე მიყვანა- 1082, სხვა დანარჩენი (მ.110, 111, 112, 113, 114, 116 მუხლებით)- 131.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - 116, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება- 156.
2018 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებულია ოჯახში ძალადობის 2939 დანაშაული, წინა წლის იგივე პერიოდში რეგისტრირებული იყო 827 დანაშაული, ამ მხრივ ზრდა 225.38%-ია.
2018 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებულია გაუპატიურების 50 დანაშაული, 2017 წლის იანვარ-ივლისში ეს რაოდენობა იყო 28, ზრდა არის 78.57%.
2018 წლის იანვარ-ივლისში რეგისტრირებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთის 75, ტრეფიკინგის 14, მძევლად ხელში ჩაგდების 1, მუქარის 980 დანაშაული. დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ- 39. ქურდობის -10240, ძარცვის 207, ყაჩაღობის 156, თაღლითობის 1008, გამოძალვის 71.
დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ - 213, დანაშაული ფულადსაკრედიტო სისტემაში- 406, დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში- 131, დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ- 27, დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ- 1038, ხულიგნობა - 62, ცეცხლსასროლი იარაღის , საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთ. ან ასაფეთქებ. მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება - 648, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა- 134, დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ- 109,
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა - 1970, კომპიუტერული დანაშაული -469, დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ- 458. სამოხელეო დანაშაული -380. დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ-1566
დანაშაული საქართველოს კონსტიტუციული წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ - 15, ტერორიზმი - 16.
2018 წლის იანვარ- ივლისში სულ რეგისტრირებული 33054 დანაშაულიდან გახსნილია 12121, რაც 36.67% წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






