საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საერთო ნაცნობის საშუალებით შეუთვალა,რ ომ საქართველოში დაბრუნება არ იფიქროს.
ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ახლად წარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის ყველა სუს-ის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის. ასევე, ჩემი ჩამოსვლისთვის...
გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ის ჩემი ნაცნობი მას რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი, იმ სახელით იცნობს - ბორისად. ასე რომ, ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს. არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






