უზენაესი სასამართლოს ტავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხისადმი კვლავ სკეპტიკურად არის განწოყობილი მმართველი გუნდი, სადაც კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილი საბოლოოდ მაინც მისი წრიდან შეარჩევს კანდიდატს.
აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ეხმაურება, კოჟორიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებზე პასუხების გაცემა პროცესის დაზიანებას გამოიწვევს:
„ეს განცხადებები თავიდანვე კეთდებოდა, მათზე ჩვენ არ ვპასუხობთ, ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ ამ ტიპის განცხადებებს, ურთიერთბრალდებებს არ გვსურს ვუპასუხოთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბოლომდე ვიაზრებთ იმ მართლაც არაორდინალური მდგომარეობას რაშიც იმყოფება ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა, ეს არის უმნიშვნელოვანესის ახელმწიფოებრივი ამოცანა, რომლის შედეგებსაც ჩვენ ვიმკიდით გუშინაც, მოვიმკით დღესაც და კიდევ 30 და 40 წელიწადი ალბათ, იმიტომ, რომ მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან და სისტემაში ახალა რაც ხდება შეიძლება თაობებს გაყვეს, აქედან გამომდინარე უაღრესი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ საკითხს და არ გვინდა ასეთი ტიპის განცხადებებს ვუპასუხოთ და ამან დააზიანოს პროცესი. თუნდაც იმის თეორიული ალბათობა, რომ პრეზიდენტის სურვილი თავიდანვე იყო, რომ შეხვედრების პროცესში „ქართული ოცნება“ ჩართულიყო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ამ ტიპის განცხადებები იქნება, მაშინ შეიძლება დააზიანოს პროცესი, აქედან გამომდინარე თავიდანვე არ ვპასუხობდით ამ ტიპის განცხადებებს და არც ახლა ვპასუხობთ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






