უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა და კონსულტციები - გუშინ პრეზიდენტსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაიშალა.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძე განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეთავაზება იყო საკითხზე საერთო პასუხისმგებლობის აღება, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა კი არ გაიზიარეს:
„გუშინ პრეზიდენტმა დააფიქსირა შემდეგი პოზიცია, რომ მას უნდოდა შერჩევის პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად ინკლუზიური, მასში ჩართულიყვნენ პროფესიული წევრები ფართო წარმომადგენლები, ორი კვირის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრები, ამ შეხვედრების შეჯამებიდან მტავარი დასკვნის გამოტანა რისიც შეიძლება, არის ის, რომ ყველა, ვისაც შევხვდით, აცნობიერებს და ხაზს უსვამს იმ ძალიან რთულ მდგომარეობას, რაშიც იმყოფება ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს ჰქონდა ხედვა, რომ ამ რთულ მდგომარეობას სჭირდება საერთო ძალისხმევა, რომ გამოსწორებულიყო, სწორედ აქედან გამომდინარე თქვა პრეზიდენტმა, მოდით თქვენ როგორც მიგაჩნიათ სწორად, გავაკეთოთ თქვენთვის მისაღები და იდეალური პროცესი, თქვენ შეარჩიეთ კანდიდატი და ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა, მე ვიღებ თქვენს არჩევანზე პასუხისმგებლობას, ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავასახელოთ კანდიდატი. პრეზიდენტის ამ შეთავაზებას გუშინ არ გამოუჩნდნენ მხარდამჭერები და შესაბამისად ეს საკითხი, რომ მაქსიმალური ჩართულობით მომხდარიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელება არ გამოვიდა“, - აღნიშნა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






