წინასწარი მონაცემებით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. ჭურვები სასახლის მახლობლად, სამთავრობო კვარტალში და იმ რაიონში დაეცა, სადაც უცხოეთის ქვეყნების საელჩოები მდებარეობს.
ავღანელი ჩინოვნიკების განცხადებით, განცხორციელდა დაახლოებით 12 აფეთქება, თუმცა თვითმხილველები ამბობენ რომ 22 აფეთქება იყო.
გავრცელებული ინფორმაციით ქალაქზე თავდასხმა ამბოხებულებმა განახორციელეს, რომლებმაც რაკეტები სატვირთო მანქანებიდან გაუშვეს.
10:30 საათზე ქაბულში ამბოხებულებსა და ძალოვანებს შორის შეტაკებები დაიწყო. ამბოხებულების პოზიციებს ვერტმფრენებიდან ესვრიან.
ორი დღით ადრე პრეზიდენტმა ღანიმ დაჯგუფება „თალიბანს“ (რომელიც ავღანეთის სათავეში იყუო 1996-2001 წლებში და ახლა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის) დაზავება შესთავაზა. თუმცა „თალიბანს“ წინადადებისთვის არ უპასუხია.
მასალის გამოყენების პირობები






