პრეზიდენტის კრიტიკა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისგან. ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ გამართა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. არამოსამართლე წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს მმართველ გუნდთან საერთო ენა უნდა გამოენახა:
„მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეხვდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომ დაენახა რეალური სურათი, რაც უნდა ჰქონოდა შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობასთან ამის გარეშე შეუძლებელია წარმატებას მიაღწიოს მისმა კანდიდატმა. თუკი ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაში გადავა ეს უფლებამოსილება არ მაქვს მოლოდინი, რომ ის არ იქნება ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი“-აცხადებს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის მიუხედავად ანა დოლიძე პრეზიდენტისგან კანდიდატურის დასახელებას ელოდება:
„არის უნიკალური შესაძლებლობა პრეზიდენტისთვის ახლა გააკეთოს ეს და ეს იქნება გარკვეული გამოცდა ოცნებისთვის, რამდენად არ უნდა ქართულ ოცნებას, რომ ეს თანამდებობა თავიდან ბოლომდე ჩაუგდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელში. თუ პრეზიდენტი წარადგენს შესაბამის კანდიდატურას და ოცნება დათანხმება ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი ჩვენი მართლმსაჯულებისთვის“ - აცხადებს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.
მასალის გამოყენების პირობები






