უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა - საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტისგან თანამდებბაზე წარსადგენი პირის დასახელებას ელოდება.
საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ მიუხედავად სამოქალაქო სექტორთან გამართული უშედეგო კონსულტაციებისა, გიორგი მარგველაშვილმა კონტიტუციური უფლება უნდა გამოიყენოს და ნინო გვენეტაძის შემცვლელი კანონით დადგენილ ვადებში წარადგინოს:
„პრეზიდენტი თვლის, რომ ახლა არაორდინალური სიტუაციაა და ასეთი მოქმედებების დროა. როგორც დავინახეთ სამოქალაქო სექტორმა ეს შეთავაზება არ გაიზიარა. ჯერი არის პრეზიდენტზე, რომლის კონსტიტუციური პასუხისმგებლობაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა, ჩვენ "ევროპული საქართველო", დაველოდებით მის შემდგომ ნაბიჯებს,“- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.
პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ “ნაციონალურ მოძრაობაში“:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თანამდებობაზე დაინიშნოს ადამიანი, რომელიც სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით, გარდა იმისა, რომ იყოს პროფესიონალი საკუთარი საქმის. „ქართული ოცნება“ ცდილობს სრული კონსოლიდაცია მოახდინოს ქვეყანაში ხელისუფლების, მათ შორის უფრო ეფექტიანად გააკონტროლოს სასამართლო ხელისუფლება“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






