უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და არასამთავრობოებს შორის შეთანხმება ვერ შედგა
პოლიტიკა - 18:57, 20 Aug, 2018     1552
ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, არსებობს ფართო, საზოგადოებრივი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და სწორედ, ამ კონსენსუსის და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ საჭიროა, საერთო ძალისხმევა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მან გააკეთა შეთავაზება, რომ ამ პროცესში ჩართულიყო იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობა და დაესახელებინათ შესაბამისი კანდიდატი.


აღნიშნული განცხადება კახა კოჟორიძემ დღეს პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამართული შემაჯამებელი კონსულტაციების დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც დღეს სასახლეში გაიმართა.

"ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არსებობს რამდენიმე მოდელი, რომლებითაც შესაძლებელი იყო სარგებლობა ამ სიტუაციაში. სამწუხაროდ, ფორმატთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა.

გასაგებია, რომ არსებობდა სხვადასხვა მოსაზრებები, თუ რატომ შეიძლებოდა ეს ვერ გამოსულიყო, თუმცა პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ ამ სიტუაციაში ეს შესაძლებელია და მართლმსაჯულების სისტემის მძიმე მდგომარეობას დაეხმარებოდა მაქსიმალური საზოგადოებრივი კონსენსუსი, იურიდიული წრეების კონსენსუსი როგორც პროცესთან, ასევე კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით," - აღნიშნა კახა კოჟორიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში პრეზიდენტი თავად მიაწვდის საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მათთვის უცნობია, დაასახელებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი კანდიდატს.

„თუკი იგი ვინმეს შეარჩევს და გვკითხავს აზრს კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებთ, ჩვენ მას მივაწოდოთ ჩვენი შეფასება ამ კანდიდატთან დაკვშირებით - ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კონკრეტულად პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე. არც დროა ახლა იმის, რომ გრძელვადიანი პროცესი შევქმნათ და ამ ყველაფერში შემოვიდეს სამოქალაქო სექტორი,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

იურისტების ნაწილმა გიორგი მარგველაშვილის პოზიცია გაიზიარა, რომ უმჯობესია არასამთვრობო სექტორმა ერთიანი პოზიცია წარუდგინოს პრეზიდენტს, მან კი - პარლამენტს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას არასამთავრობო სექტორსა და პროფესიულ წრეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იგი არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაწყებული კონსულტაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და კონსულტაციების ფარგლებში შვიდი შეხვედრა შედგა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული -აკადემიური- სამეცნიერო წრეებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

შეხვედრას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42