15-20 მილიონის ზარალი მუნიციპალიტეტს?-რა წერია აუდიტის დასკვნაში რამაც მერაბ ჭანუყვაძეს თანამდებობა დააკარგვინა
პოლიტიკა - 17:47, 20 Aug, 2018     3675
დღეს, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მეორედ გადადგა.

მართალია, დაახლოებით ერთი თვის წინ გადადგომასთან დაკავშირებით დაწერილი განცხადება ნაჩქარევი აღმოჩნდა და თანამშრომლებთან დამშვიდებობის შემდეგ, რამდენიმე საათში ისევ გუბერნიაში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად, პრემიერის გადაწყვეტილება საბოლოო აღმოჩნდა, რადგან მისი შემცვლელი გუბერნატორის წასვლიდან ერთ საათში დაასახელა.

რატომ წავიდა თუ გაუშვეს გურიის გუბერნატორი? ამ საკითხზე "გურიის მოამბეს" კარგად ინფორმირებული წყარო ესუბრა, რომელიც გვეუბნება, რომ ჭანუყვაძის წასვლის მთავარი მიზეზი, აუდიტის დასკვნა, პროკურატურისა და ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ მოკვლეული და გამოვლენილი დარღვევები აღმოჩნდა:

"ეს ყველაფერი მაინც მოჰყვა ძირითადად ხალხის მღელვარებას. ამდენი გაყიდული მიწა, ცალკე კარიერები, აჯანყდა ხალხი. ეს არავის არ აწყობს იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ბატონი ბიძინა ცხოვრობს და ამდენი მამულები აქვს.

ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც მიწების თემით დაიწყო. ფაქტიურად ის, რაზეც მოსახლეობა ხმამაღლა საუბრობდა, დადასტურდა, რომ მიზერულ ფასებში იყიდებოდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. საშინელი დარღვევებია აუქციონების ჩატარების კუთხით არის კატასტროფული დარღვევები. ბევრ მუნიციპალიტეტში შეისწავლა აუდიტმა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა, მაგრამ, აქ მიწების გაყიდვის მხრივ, არის ყველაზე დიდი დარღვევები. ანუ, აქ ხდებოდა რა, ურეკი, ნატანები, შრომა ეს მიწები გადიოდა აუქციონზე და შემდეგ მისი მფლობელები სულ რაღაც თეთრებში ხდებოდნენ მისი გარემოცვის წევრები. მათი ნათესავები, ან ოჯახის წევრები. მისთვის მომგებიანი გარიგების მიზნით, ხდებოდა ეს ყველაფერი და ამით, მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალი 15-20 მილიონის ლარის ფარგლებში მერყეობს.

მაგალითად, ნახეთ რაც მოხდა შრომაში. 50 თეთრად გაიყიდა 109 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, ამაზე სერიოზული ხმაური ატეყეს პედაგოგებმა და ეს მიწა დააყადაღა ანტიკორუფციულმა. ეს კარიერების საკითხიც ძალიან ცუდად დაემთხვა ყველაფერს. ანუ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველა მიმართულებით აქ არეული სიტუაცია იყო"-გვეუბნება წყარო.

აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერისა და ყოფილი გამგებლის (მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის) 2016-17 წლის საქმიანობის შესწავლა დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო. ამის პარალელურად, საქმის შესწავლა დაიწყო პროკურატურამ და ანტოკორუფციულმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42