გერმანიის კანცლერი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ, როგორც ცნობილია შეხვედრის ფარგლებში არ განხილულა საქართველოსთან მიმართებით არც ერთი საკითხი. ასევე აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი საქართველოს 23 აგვისტოს ეწვევა.
სოზარ სუბარის განცხადებით პუტინი-მერკელის შეხვედრაზე განხილული იყო უშუალოდ ის ცხელი წერტილები, სადაც საომარი მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს:
„როდესაც საერთაშორისო დღის წესრიგზე ვსაუბრობთ, აქ არიან ჩვენი მთავარი პარტნიორები , ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და გერმანია – ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და ჩვენი უძველესი მოკავშირე დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წუთიდან. სწორედ ამის გამოხატულებაა გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, რომელიც რამდენიმე დღეში შედგება. რაც შეეხება პუტინი-მერკელის შეხვედრას, განხილული იყო უშუალოდ ის ცხელი წერტილები, სადაც საომარი მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ეს დღეს საქართველოში არ ხდება. ქვეყნის დეოკუპაცია არის უმთავრესი ამოცანა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორისთვის“,-განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები






