ახალი რწმუნებულების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური ლოიალობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომლითაც გუბერნატორი ინიშნება:
„თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი. განსხვავებით მოსამართლეებისგან, პროკურორებისგან და ა.შ. გუბერნატორი კანონმდებლობის თანახმად არის პოლიტიკური თანამდებობის პირი. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე გუბერნატორი პირველ რიგში პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით უნდა შეირჩეს გარდა იმ კვალიფიკაციისა, რომელიც მას მოეთხოვება. გუბერნატორი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, გუნდის წევრი, აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს პოლიტიკური ლოიალობის ნიშნითაც. თუ ვინმე ამას რამეს უწუნებს, ნიშნავს იმას, რომ მას კანონმდებლობა არ აქვს წაკითხული. შემომწირველიც ამას ნიშნავს, რომ ლოიალური უნდა იყოს პოლიტიკური გუნდის მიმართ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






