უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კოაბხიძემ კომენტარი გააკეთა. მისი ტქმით მმართველი გუნდის მოლოდინი, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით პესიმისტურია:
"მთავარია კანდიდატი როგორი იქნება. სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ოპტიმისტური და ეს პესიმიზმი დაკავშირებულია იმ პრაქტიკასთან, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს გიორგი მარგველაშვილს. ის ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამის გამო ნიშნავდა ის საკუთარ თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში, როგორც საკონსტიტუციო, ასევე უზენაეს სასამართლოში. სამწუხარო პრაქტიკაა და ჩვენ არა გვგონია, 5 წლის თავზე მარგველაშვილის დამოკიდებულება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პესიმისტური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც არჩევა და არც ჩაგდება არ არის თვითმიზანი. დაველოდებით კანდიდატურას და ვიმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების შესაბამისად,"- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






