დაიბეჭდება კონსტიტუციის ახალი გამოცემა, რომლის პრეზენტაციაც 24 სექტემბერს გაიმართება​
პოლიტიკა - 14:45, 20 Aug, 2018     991
კონსტიტუციის ახალი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც მომზადებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და დაბეჭდილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, 24 სექტემბერს გაიმართება.


„სამ თვეში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ის ასპექტები, გარდა სხვა ასპექტებისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარი სახის ავტორიტარიზმს, ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამ კონსტიტუციის უმთავრესი მიღწევა. კონსტიტუციის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დაგვებეჭდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემა",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან მადლობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ფინანსური მხარდაჭერისთვის.

„მადლობას გადავუხდი ჩვენს გერმანელ მეგობრებს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, რომელიც დაგვეხმარა ამ საქმეში. დაიბეჭდება ახალი გამოცემა, რომელიც უნდა გახდეს სამაგიდო წიგნი პოლიტიკოსებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, თქვენთვის - ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მოქმედი კონსტიტუციისგან განსხვავებით, ახალი კონსტიტუცია გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტიას ქმნის.

„მთავარი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია იძლევა, ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რასაც გამორიცხავს ახალი კონსტიტუცია. ამ მიზნით დაიწერა თავის დროზე 2010 წელს ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია. ამისგან განსხვავებით ახალი კონსტიტუცია აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის დონეზე იქნება აბსოლუტური ფორმით გარანტირებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს არის არსებითი და რადიკალური სხვაობა დღეს მოქმედი კონსტიტუციისგან და ეს არის ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42