თბილისის მერია სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
პოლიტიკა - 14:40, 20 Aug, 2018     1149
თბილისის მერია საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.


პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ასევე, ტროტუარები, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ იყო. გარდა ამისა, მოეწყობა 2 საყრდენი კედელი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ტროტუარებზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება ახალი განათებები.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში საპარკინგე სივრცეებიც მოწესრიგდება.

„ეს არის ინტენსიური მოძრაობით დატვირთული ქუჩა. სადაც ვდგავართ, აქ არის საპარკინგე ადგილები და თქვენ თვითონაც ხედავთ როგორი მოუწესრიგებელია. ეს ყველაფერი მოწესრიგდება. შეიცვლება განათების ბოძები, მოეწყობა ტროტუარები, რათა ფეხით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. დღეს ძალიან რთულია ამ ქუჩაზე ფეხით გაადგილება. იმის გამო, რომ საკმაოდ ვიწრო ქუჩაა და ვერ ვახერხებთ მთლიანად მოძრაობის შეზღუდვას, ნაწილობრივ ვატარებთ სამუშაოებს. თავდაპირველად ერთ ნაწილზე გაკეთდება, რის შემდეგაც დარჩენილ ნაწილზე გადავალთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ქსელების დაზიანებული მონაკვეთებს შეცვლის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით ორ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, ნოემბრის თვეში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს.

სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42