ევროკავშირის ბაზარმა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა
პოლიტიკა - 14:34, 20 Aug, 2018     965
„ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით, რამაც ექსპორტის სტრუქტურა შეცვალა. ევროკავშირის ბაზარმა მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა დსთ-ს ბაზარი ექსპორტის კუთხით. 2018 წლის იანვარ-ივლისში ევროკავშირის წილმა საქართველოს ექსპორტში 22.3% შეადგინა და ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 20.2%-ით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.


„საქსტატის" მონაცემებით, 2018 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა და 31 პროცენტი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 278.5 მლნ. აშშ. დოლარი იყო. მიმდინარე წლის ივლისში იმპორტი 21.8 პროცენტით გაიზარდა და 781.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი 2018 წლის იანვარ-ივლისშიც. ის 28.8%-ით გაიზარდა და 1 871.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 22.9%-ით აღემატება წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელს და 5 180.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. სულ საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 051.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე. მისი თქმით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (13.2 პროცენტი), მსუბუქი ავტომობილების (98.4 პროცენტი), აზოტოვანი სასუქების (42.1 პროცენტი), ღვინოების (25,7 პროცენტი) და სპირტიანი სასმელების (23.6 პროცენტი) ექსპორტი.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42